,,ევროპული ინტეგრაციის გააქტიურება არის ევროპული ქვეყნების ოჯახში ჩვენი დაბრუნების გზა"
პოლიტიკა - 10:39, 21 May, 2014     1059

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში , ჰარვარდის კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო სტაბილურობისა და კეთილდღეობის ნამდვილ ლიდერად იქცა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

"უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველო საგრძნობლად მომწიფდა და ჩამოყალიბდა, როგორც ახალგაზრდა და უაღრესად აქტიური დემოკრატია. ჩვენი ქვეყანა იქცა სტაბილურობისა და კეთილდღეობის ნამდვილ ლიდერად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირისა და აშშ-ის უპირობო მხარდაჭერას ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში, რომელთა მიზანიცაა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებებისა და ეკონომიკური თავისუფლების განმტკიცება. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან დაახლოებასთან დაკავშირებით, განუყოფელია დემოკრატიული ტრანსფორმაციის გაგრძელებასთან დაკავშირებული მისწრაფებებისაგან. ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გააქტიურება არის ევროპული ქვეყნების ოჯახში ჩვენი დაბრუნების გზა, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს საზიარო ისტორია, კულტურა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღირებულებები. ჩვენ მზად ვართ, გავხდეთ ევროპელი მეზობლები, და არა მხოლოდ ევროპის მეზობლები. ჩვენ წამოვიწყეთ და განვახორციელეთ საკვანძო პოლიტიკური, საკონსტიტუციო, ეკონომიკური და სასამართლო რეფორმები, რომელთა მიზანიცაა დემოკრატიისა კანონის უზენაესობის განმტკიცება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობა, ასევე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, საქართველოს ურყევი გადაწყვეტილება დასავლეთში ინტეგრაციასთან დაკავშირებით სცდება, - „ადგილობრივი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების ფარგლებს“.

"ჩვენ ასევე გვაქვს გადაწყვეტილი უსაფრთხოების სფეროს საკვანძო საკითხებში აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან. საქართველოს წარმატებული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩემს ქვეყანას, არამედ მთელს რეგიონში უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. უფრო მეტიც, საქართველოს, როგორც სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილმდებარეობის მქონე სატრანსპორტო და ენერგეტიკული ცენტრის, ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში გრძელვადიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ უპირატესობას მოუტანს ჩვენს ყველა პარტნიორს", - განმარტა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერმა ჰარვარდის კლუბში შეკრებილებს მოუწოდა, ეწვიონ საქართველოს, და თავად იხილონ მისი სიმდიდრე და გახდნენ ახალი ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მოწმენი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42