ირაკლი ღარიბაშვილი: ,,საქართველოს ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია"
პოლიტიკა - 10:35, 21 May, 2014     1321

„საქართველოს უნიკალური ადგილმდებარეობა ევროპას, კასპიის ზღვის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო ნაკადის გამოყენებისა და კაპიტალიზაციის შესაძლებლობას იძლევა“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, ჰარვარდის კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უზრუნველვყოფს უმოკლეს გზას შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონებს შორის.

"საქართველო კვლავ წარმოადგენს კასპიის ზღვის რეგიონიდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების უსაფრთხო გზას. აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ის კიდევ უფრო გაზრდის პროდუქციით ვაჭრობის მასშტაბებს მთელს რეგიონში. ჩვენ მსხვილ ინვესტიციებს ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურაში და ვგეგმავთ ახალი ღრმა წყლის პორტის მშენებლობას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია.

"ერთი სიტყვით, საქართველოს ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია და მოსალოდნელია შემდგომი წინსვლაც. ევროკავშირისა და საქართველოს კონფერენცია ინვესტიციების თემაზე, რომლის ჩატარებაც დაგეგმილია თბილისში, 13 ივნისს, მიზნად ისახავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ფარგლებში შეთავაზებული შესაძლებლობების განხილვას და ხაზგასმას. იმედი მაქვს, რომ ამ კონფერენციის ფარგლებში კიდევ ერთხელ შევხვდები ბევრ თქვენგანს, რათა უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ როგორ შეუძლია საქართველოს, გაუხსნას გზა რეგიონში საქმიანობის წარმართვით დაინტერესებულ ბელგიურ კომპანიებს", - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42