შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორი ჯეიმს მერდოკმა დაათვალიერა
პოლიტიკა - 09:33, 21 May, 2014     440

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბრიტანელმა ექსპერტმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ჯეიმს მერდოკმა, დროებითი მოთავსების იზოლატორებისთვის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავების მიზნით, თბილისის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორი მოინახულა, არსებული ვითარება ადგილზე შეისწავლა და განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო.

ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების ფარგლებში, დროებითი მოთავსების იზოლატორების დერეფნებში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემები, ანტივანდალური სანტექნიკა და დღე-ღამის რეჟიმის სანათები, რითიც დაკავებულის მიერ თვითდაზიანების ან თანამესაკნისთვის დაზიანების მიყენების შესაძლებლობა გამოირიცხა. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, იზოლატორების თანამშრომლებისთვის შეიქმნა ახალი მოხერხებული და ადაპტირებული სამუშაო ფორმა.

აქტიურად მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დროებითი მოთავსების იზოლატორების ადაპტაციის პროცესი. დაკავებულები ასევე უზრუნველყოფილნი არიან შეუზღუდავი სამედიცინო მომსახურებით. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეხვდნენ ექიმს, მიიღონ სამედიცინო კონსულტაციები და რეკომენდაციები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დროებითი მოთავსების სხვა იზოლატორების დათვალიერებაც. ვითარების დეტალურად გაცნობის შემდეგ ჯეიმს მერდოკი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ბრიტანელი ექსპერტი პროცედურების დოკუმენტს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად შეადგენს. შემუშავებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების საფუძველზე, შსს-ს აკადემიაში დაინერგება ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამები. განხორციელებლი რეფორმების შედეგად, 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42