შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
პოლიტიკა - 09:29, 21 May, 2014     1126

შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ანკარის ინტერპოლის ბიუროს მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, 1949 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე იუსუფ ტ. ბათუმში დააკავეს.

დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცველების მიერ 2014 წლის 12 მაისიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის და პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმის ბრალდებით.

იუსუფ ტ-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა და საკუთარ სასტუმროს პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმულ პირთა დროებით საცხოვრებლად იყენებდა. დადგინდა, რომ ბრალდებულს 2008-2009 წლებში საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ართვინი-სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან თურქეთის რესპუბლიკაში ჩაჰყავდა. იუსუფ ტ. მათ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ართმევდა, უკანონოდ და იძულებით პროსტიტუციაში აბამდა.

იუსუფ ტ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის თურქეთის კანონმდებლობა 33 წლითა და 94 თვით თავისუფლების აღკვეთას და ასევე 250 000 თურქული ლირის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

ამჟამად დაკავებული აჭარისა და გურიის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და მის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42