"უკეთესი იქნებოდა საქართველოში ნატოს თავდაცვითი სისტემების განლაგებაზე განცხადება გაკეთებულიყო საქართველოს უშიშროების საბჭოდან“, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პოლიტიკის“ დროში განაცხადა. თუმცა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას მხარს უჭერს.
„ამ განცხადება მხარს ვუჭერ, მაგრამ მაღალი სტატუსის მისანიჭებლად კარგი იქნებოდა ეს განცხადება გაკეთებულიყო უშიშროების საბჭოდან, რაც უფრო მაღლა აწევდა განცხადების სტატუსს. რაც შეეხება გაუგებრობას ჩემსა და ირაკლი ალასანიას შორის, არანაირი გაუგებრობა არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა ვაშინგტონში 30 აპრილს, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატომ საქართველოში „თავდაცვითი საშუალებები“ უნდა განალაგოს.
მასალის გამოყენების პირობები






