საქართველოს პრეზიდენტი იზიარებს შეხედულებას, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა "პოლიტიკის დროში" გააკეთა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი კონსულტაციების თემაა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ასოცირების ხელშეკრულება აერთიანებს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემაში გასატარებელ რეფორმებს უპრიანი იქნება ხელი მოაწეროს ქვეყნის მეთაურმა.
"მე ვიზიარებ შეხედულებას, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დათქმაა, პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს მთავრობასთან შეთანხმებით, ეს არის კონსტიტუციური ნორმა. ამის თაობაზე აუცილებლად ჩატარდება კონსულტაციები. ჩემთვის მნიშნველოვანია, რომ საქართველომ მოაწეროს ხელი და თუ იქნება სხვა პოზიცია მე ამ საკითხს არ გამოვედავები, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ დოკუმენტს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. გამომდინარე იქედან,რომ ხელშეკრულება მოიცავს, როგორც აღმასრულებელი ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებში განსახორციელებელ რეფორმებს, ამიტომაც მგონია, რომ უპრიანი ხელი სახელმწიფოს მეთაურმა მოაწეროს,"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






