საქართველოს პრეზიდენტი პირველ კომენტარს აკეთებს, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ფოტოებზე, სადაც ის და პრემიერი ერთად ვახშმობენ.
როგორც გადაცემა „პოლიტიკის დროში“ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილთან კოორდინირებულ და ინტენისიურ ურთიერთობებზე ისაუბრა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაცას პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ეს სიტყვა „გადაჭარბებულია“.
„პრემიერთან ერთი შეხვედრა თბილისში, მეორე კი ყაზბეგში მქონდა. ყაზბეგში შევხვდით იმ ტრაგედიის გამო, რაც იქ მოხდა. მონაწილეობა მივიღე საგანგებო შტაბის სხდომაში. რაც შეეხება, ჩემი და მთავრობის ურთიერთობას, ხელისუფლებასთან გავქვს მუშა ურთიერთობა, რომლის ფარგლებში ყველა საქმეს ვაგვარებთ. როდესაც ამბობენ, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირებაა, სიტყვა დაპირისპირება გადაჭარბებულია. რაც შეეხება ფოტოებს, ეს იყო შეხვედრა, რომელზეც ვისაუბრეთ უფრო კორდინირებულ და ინტენსიურ მუშაობაზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ რესტორან „პურის სახლში“ პრემიერი და პრეზიდენტი ერთად ვახშმობენ.
მასალის გამოყენების პირობები






