კონსტანტინე გამსახურდია ლევან ვასაძეს რუსეთის იმპერიის ქმედებებს ახსენებს
სოც.მედია - 19:01, 20 May, 2014     12975

პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია გადაცემა ,,რეაქციაში“ ბიზნესმენ ლევან ვასაძის ფრაზას ეხმაურება, სადაც ვასაძე თურქების საქართველოდან ,,გაყრას“ რუსეთის დამსახურებად მიიჩნევს.

,,ლევან ვასაძე ინგა გრიგოლიას ეთერში: „დაქუცმაცებული საქართველო გააერთიანეს ოთხჯერ: ფარნავაზმა, ვახტანგ გორგასალმა, დავით აღმაშენებელმა და რუსებმა. ჩვენი ენერგიით, იმ უდღეურმა ნოე ჟორდანიამ, 33 თვე რომ გაძლო რესპუბლიკამ, ვერაფერი გააკეთა.

და თქვენ ფიქრობთ, ჩვენ გავყრიდით იმ თურქებს ბათუმიდან და დავიბრუნებდით აჭარას, რომ არა რუსეთის იმპერია? " ...

ბატონო ლევან, ნამდვილად არ გასწავლით ისტორიას, მაგრამ რუსეთის იმპერიამ 1801 წლიდან მოყოლებული არაერთი ათწლეულის მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ დაიპყრო საქართველოს 2 სამეფო (ქართლ-კახეთის და იმერეთის) და 6 სამთავრო - ოსმალური გავლენის ქვეშ მყოფი სამცხე-საათაბაგო, გურია, სამეგრელო, სვანეთი და აფხაზეთი, რომელსაც მალე აჭარა და ოსმალეთის საქართველოს ნაწილებიც მიემატა. თქვენი თეორია მაშინ გამართლდებოდა, თუ გრიგოლ რობაქიძის თქმისა არ იყოს, რუსეთი საქართველოს დომინაციით შექმნიდა კავკასიაში Das Heilige Östliche Reich-ს ანუ "აღმოსავლეთის წმინდა იმპერიას," რომელიც მისი მოკავშირე იქნებოდა. მაგრამ სიხარბით, აპოლიტიკურობით, კორუფციით და ბრმა შოვინიზმით დააადებულმა იმპერიამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა. დიახ შანსი, რადგან ეს რუსეთს სამუდამო მეგობრებს შესძენდა კავკასიაში და არა ერთის მხრივ, მოძულე მტრებს, მეორეს მხრივ - ქედმოხრილ მონებს და ლაქიებს.

ეს "გაერთიანება" ასეთ (თუნდაც არაესთეტურ) სურათს მაგონებს: წარმოვიდგინოთ მდინარესთან დაგლეჯილი კამეჩი, რომლის მიმოფანტულ ნაწილებსაც სხვადასხვა წვრილფეხა ცხოველები ძიძგნიან. ამ დროს მდინარიდან ამოდის უზარმაზარი ნიანგი, ცხოველები გარბიან და იგი გადასანსლავს ყველაფერს, რაც მის კუჭში თავისთავად გაერთიანდება. ასე გაერთიანდა საქართველო რუსეთის კუჭში, მაგრამ იმპერიამ ის მაინც ვერ მოინელა.

სხვათა შორის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ეროვნული ენერგიის მანიფესტაცია გამორჩეულ ინდივიდებშიც ხდებოდა. იგივე აჭარას თუ ვახსენებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ კუთხის დაბრუნებაში მემედ აბაშიძის ღვაწლიც - მისმა ავტორიტეტმა და გონიერებამ გადაწონა აჭარის გამუსლიმებული ბეგლარ-ბეგების ეგოიზმი და პატივმოყვარეობა. ხოლო 1918 წელს თურქების შემოტევა შეაჩერა ქართული გვარდიის გმირულმა ბრძოლამ გენერალი მაზნიაშვილის მეთაურობით, ასევე პირველ მსოფლიო ომში ჯერ კიდევ მებრძოლმა გერმანიამ, რისი წყალობითაც აჭარა და ბათუმი შევინარჩუნეთ. ხოლო ცოტა მოგვიანებით საბჭოთა რუსეთმა ახალ თურქეთთან დადებული ყარსის ხელშეკრულების საიდუმლო პროტოკოლებში ფაქტობრივად პორტო-ფრანკოს სტატუსი დააკანონა ბათუმთან და აჭარასთან მიმართებაში.

ნოე ჟორდანიას კრიტიკა გასაგებია და რიგ საკითხებში უდაოდ მისაღები, მაგრამ საბჭოთა რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და დაპყრობას რაც შეეხება, ეს ნამდვილად ისტორიის ბედუკუღმართობა იყო. რუსეთმა, როგორც ჩვევია, დაარღვია ხელშეკრულება, ხოლო გამარჯვებულმა ანტანტის ბლოკმა უმოქმედობით და ოპორტუნიზმით მწვანე შუქი მისცა საქართველოს ანექსიას. 1918-1921 წლები ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაა, ეს ხანა საბჭოთა საქართველოში მცხოვრები თაობებისთვის ერთგვარ გამონათებად რჩებოდა, ამადაც ეს პერიოდი აგდებულად არ უნდა მოვიხსენიოთ“, - წერს გამსახურდია ,,ფეისბუქის“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42