დავით უსუფაშვილი ნავანეთე პილეის შეხვდა
პოლიტიკა - 19:07, 20 May, 2014     651

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ნავანეთე პილეის შეხვდა.

საუბრის მთავარ თემებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გატარებული რეფორმები წარმოადგენდა.

სტუმარმა დადებითად შეაფასა პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასევე ახლახან პარლამენტის მიერ რატიფიცირებული კონვენცია უნარშეზღუდული ადმაიანების უფლებებთან დაკავშირებით. მან მაღალი შეფასება მისცა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

შეხვედრისას გაეროს უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი მაღალია. ასევე ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით კარგი სიტუაციაა უმცირესობის უფლებების დაცვის კუთხით. მისივე თქმით, საქართველომ პროგრესი განიცადა ციხეებში სიტუაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

თავის მხრივ ქართულმა მხარემ ისაუბრა ქვეყანაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე. აღინიშნა, რომ დღეისათვის გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებში ჯერ კიდევ არსებობს ადრეული ქორწინების პრობლემები. კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან და ახლო მომავალში უნდა მოგვარდეს, სახელმწიფო ენის პრობლემაა, რაც მათ განთლების მიღებასა და საჯარო სამსახურში დასაქმებაში უშლის ხელს.

გაერო-ს უმაღლეს კომისართან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, დეპუტატი თინა ხიდაშელი და პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42