სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი ლალი მოროშკინა თანამდებობიდან გათავისუფლდა. ა
აღნიშნული განცხადება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
მათივე ინფორმაციით, მოროშკინას მიერ გაკეთებული განცხადებები აბსურდულია.
„მიმართთულია ღია დისკრედიტაციისკენ. აღნიშნული განცხადებები და ბრალდებები ემთხვევა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს. განვმარტავთ, რომ ლალი მოროშკინას მიერ გაკეთებულ დესტრუქციულ განცხადებებს წინ უძღოდა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მისი შეხვედრა, სადაც მან ყოველთვიურად 10 ათასი ლარი პრემია და ახალი ავტომობილი მოითხოვა, რაზეც მან უარი მიიღო. ამის შემდეგ დაიწყო აბსურდული განცხადებების გაკეთება. ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პრემია არ აუღია, მას პრემიის სახით 30 ათასი ლარი აქვს აღებული. დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ლალი მოროშკინა თანამდებობიდან გათავისუფლდა“, - განაცხადეს სასჯელაღსრულების სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






