თინა ხიდაშელი: ვწუხვარ, თუ პოზიტიური ცვლილება ქართულმა ორგანიზაციებმა ვერ დაინახეს
პოლიტიკა - 17:57, 20 May, 2014     1659

უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი საარჩევნო კანონმდებლობასთან და პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" შენიშვნებს არ ეთანხმება.

ხიდაშელი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა და წუხილს გამოთქვამს, რომ „ეს ქართულმა ორგანიზაციებმა ვერ დაინახეს“.

"არ ვიცი რას გულისხმობენ საარჩევნო კანონმდებლობის არდახვეწაში. საარჩევნო კოდექსში იმდენი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა, რაც ერთი საარჩევნო ციკლის ფარგლებში არასდროს მომხდარა. საბედნიეროდ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაინახა, ვინც ამ თემაზე მუშაობს და ვწუხვარ, თუ ქართულმა ორგანიზაციებმა ვერ დაინახეს.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ზეწოლის განხორციელებას, ამ შემთხვევაში, თუკი კონკრეტულ ფაქტებზე არ ვიმსჯელებთ, ზოგადი საუბარი ძალიან რთულია. საქართველო იყო ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი, დამლაგებლით დაწყებული, პრეზიდენტით დასრულებული, ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი იყო. ქეყანაში უამრავი კანონდარღვევა ხდებოდა, ამიტომ ძალიან ადვილია "ნაციონალური მოძრაობისთვის", თუკი ვინმეს დაკითხვის საკითხი დადგება, გამოაცხადოს, რომ ადგილი აქვს საარჩევნო ზეწოლას", - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.

საიამ დღეს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

საანგარიშო პერიოდში, საია-ს მონიტორების მიერ საჯარო მოხელეთა მხრიდან აგიტაციის წესების დარღვევის სამი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - ერთი, ამომრჩევლის მოსყიდვის - ერთი, საარჩევნო პროცესებთან სავარაუდოდ დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი დევნის - 7, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეფარდების - 18, ფიზიკური ანგარიშსწორების - 1 და სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 9 ფაქტი დაფიქსირდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42