„ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილი სიტუაცია ბევრად უფრო საგანგაშოა,ვიდრე მას წარმოედგინა.
„1. დარბაისელი სუბარის დანიშნულია, ამდენად პასუხისმგებლობა მინისტრზეა.
2. თუ ეს ასე არ არის, მაშინ სოზარმა გაბედოს და დაასახელოს, ვინ იყო დარბაისელის რეკომენდატორი.
3. თუ სოზარი ამას ვერ გაბედავს (და ახლავე გეტყვით, რომ ვერ გაბედავს) მე დავწერ, რომ დარბაისელი სისტემაში ზვიად ჯანყარაშვილის რეკომენდირებულია.
4. ვინც არ იცის ზვიად ჯანყარაშვილი ვინ არის, გეტყვით, რომ პრემიერის მეუღლის მამიდაშვილი.
5. "შეთქმულების თეორიის" ავტორებს თუ დავუჯერებთ გადატრიალებას პრემიერის ცოლის მამიდაშვილის მიერ რეკომენდირებული კადრი აწყობდა (მე ეს არ მჯერა)
6. არ მჯერა, რომ სოზარ სუბარმა არ იცოდა პრემიების გაცემის ამბავი. (გენინსპექციის შეფი მირზა სუბელიანი მაშინ რას აკეთებდა?)
7. არ მჯერა,რომ გიორგი ყავლაშვილის დანიშვნის ამბავი ჩემი ინტერვიუდან გაიგო.
8. თუ არ იცოდი, მაშინ როგორ მინისტრი ხარ და სასწრაფოდ, მეოთხედ უნდა დაწერო გადადგომის განცხადება.
P.S. ჩემგან სუბარს გადაეცით, თუ მაინდამაინც კრიმინალურმა სამყარომ უნდა მართოს ციხე, მაშინ სვანებს კი არა ქუთაისლებს უნდა ჩააბაროს“,- წერს ელისო კილაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






