საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპირებულია მტრის შეიარაღებული ძალების მიერ და, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია , რომ საქართველოს ჰქონდეს თავდაცვის გაზრდილი ბიუჯეტი.
"დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეკონომიკა მოგვცემს საშუალებას, 2% და 2%-ზე ზევით გვქონდეს ჩვენი თავდაცვისთვის გამოყოფილი სახსრები. საქართვეელო არის განსხვავებულ პოზიციაზე ნებისმიერი სხვა ქვეყანისგან - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი არის ოკუპირებული მტრის შეიარაღებული ძალების მიერ. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ჩვენ გვქონდეს გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტი, ასევე ეს არის სტანდარტი, რომელიც ჩვენს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს მიერ გაკეთებული", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






