"ნაციონალები" მთავრობის ახალ ინიციატივას "წინასაარჩევნო ტყუილს" უწოდებენ
პოლიტიკა - 16:57, 20 May, 2014     1340

„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ინიციატივას „აწარმოე საქართველოში“ წინასაარჩევნო ტყუილის უწოდებს.

ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეჭვობენ, რომ პროექტი „ქართული ოცნების“ აუსრულებელ დაპირებების სიას შეუერთდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიესალმება იმ ფაქტს, რომ მთავრობამ გააცნობიერა ქვეყანაში ეკონომიკის ხელშეწყობის აუცილებლობა და, როგორც ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადბებიდან იკვეთება, ცდილობს იპოვოს გამოსავალი ბოლო 1.5 წელიწადში შექმნილი ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობიდან. თუმცა ამავე დროს, გვსურს აღვნიშნოთ შემდეგი:

მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან შევიტყეთ, რომ ინიციატივა ,,აწარმოე საქართველოში“ გულისხმობს კერძო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაცემულ ბიზნეს–სესხებზე სახელმწიფოს მიერ გარანტიის გაცემას და საპროცენტო განაკვეთის 10%–ის დაფინანსებას. პრემიერმინისტრი, ისევე როგორც სხვა მთავრობის წევრები აცხადებენ რომ ამ გზით მოხდება საქართველოს ყველა სოფელში თითო საწარმოს შექმნა. ანუ, მთავრობა სთავაზობს თითოეულ მოქალაქეს (მასწავლებელს, ექიმს, პოლიციელს, საცალო მოვაჭრეს, პენსიონერს და სხვა) საკუთარი ფულით დააფინანსონ ისეთი საწარმოების შექმნა, რომელთა დაფინანსებასაც ვერ რისკავენ არსებული ფინანსური ინსტიტუტები (ბანკები).

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოთქვამს ეჭვს, რომ მთავრობის ეს ინიციატივა არის მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და ის შეუერთდება ,,ქართული ოცნების“ შეუსრულებელ დაპირებათა არსებულ ვრცელ სიას. ასეთი ეჭვის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ ამ ინციატივის სრულფასოვანი დაფინანსებისთვის აუცილებელი ფინანსური სახსრები საქართველოს ბიუჯეტში უბრალოდ არ არსებობს. გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ უკვე არსებული ვალდებულებების დაფინანსების მიზნით, წელს, ხელისუფლებამ დაგეგმა უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის, 1,6 მილიარდი ლარის სესხის აღება.

ამავე დროს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ თუ მთავრობა მართლა დააპირებს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას, შედეგად მივიღებთ: საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ფულის ფლანგვას

ახალ კორუფციულ გარიგებებს, რომლებშიც მაღალი ალბათობით კვლავ გარეული იქნებიან ,,ქართული ოცნების“ ლიდერები, მათი ნათესავები და მეგობრები

თუ ხელისუფლებას რეალურად სურს ბიზნესის წახალისება და ეს ინიციატივა არ არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, ამისთვის აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:· გადასახადების დაწევა

საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება და ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია· მორატორიუმის დაწესება ეკონომიკური გარემოს ცვლილებებზე

და ბოლოს, მოვუწოდებთ ქვეყნის დე ფაქტო მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, თავად გარისკოს და დააფინანსოს აღნიშნული წამოწყება თუ მიიჩნევს რომ იგი ფინანსურად მომგებიანია. სხვა შემთხვევაში, თავი დაანებოს საქართველოს მოქალაქეების ფულით თამაშს. სწორედ ასეთი გაუაზრებელი ინიციატივების გამო 2013 წლის ბიუჯეტის სახარჯო ნაწილი გაირღვა 700 მილიონ ლარზე მეტით, რაც დაკარგული 1,000 ლარიანი დახმარების ტოლფასია თითოეული პენსიონერისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42