სასჯელაღსრულების სამინისტრომ ია მეტრეველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
"დღეს, ია მეტრეველმა გაავრცელა ინფორმაცია მსჯავრდებულ ლაშა შავიძის შესახებ, რომელსაც, თითქოს, 2008 წელს ნარკოტიკების სანაცვლოდ დაუკვეთეს მისი მკვლელობა, ხოლო ამჟამად პატიმარი ზეწოლის ქვეშაა, რადგან აღნიშნულის შესახებ ია მეტრეველს შეატყობინა.
ია მეტრეველი გუშინ, 19 მაისს შეხვდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, სოზარ სუბარს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის დავალებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დღესვე დაიწყო ია მეტრეველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმება", - ნათქვამია განცხადებაში.
ია მეტრეველის განცხადებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას დავალებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელი ზეწოლას ახორციელებს ლაშა შავაძეზე.
მასალის გამოყენების პირობები






