ოთო კახიძის და გიორგი ჩივიაშვილის თმით, მოროშკინამ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებებით დაადატურა ვანო მერაბიშვილის ციხიდან უკანონოდ გაყავნის ფაქტი. ამიტომ, ისინი მოითხოვენ, რომ ლალი მოროშკინას განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს.
„აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დანაშაულს, კერძოდ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, დიმიტრი დარბაისელისა და ოთარ ფაცხალაძის მხრიდან. ამავე დროს მოწმეზე განხორციელებული ზეწოლა, რაც საჭიროებდა ეფექტურ გამოძიებას, ამის ნაცვლად ჩვენ მოვისმინეთ თავიდანვე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ არანაირი გამოძიება არ დაიწყებოდა, ვინაიდან ეს არ იყოს სიმართლე და იგივე დაადასტურა შემდეგ სოზარ სუბარმა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ სხვადსახვა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გაავრცელა მაშინ სახელმწიფომ კადრების წაშლასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ საქმეს აუცილებლად გამოიძიებს მართლმსაჯულების სისტემა ადრე თუ გვიან, მოუწოდებთ ხელისუფლებას რომ მოახდინოს გარკვეული რეგირება, თუმცა ამის იმედი ჩვენ არ გვაქვს“,- განაცხადა ოთარ კახიძიემ.
ასევე ადვოკატები ლალი მოროშკინას მიერ დღეს გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებასაც გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვით დიმიტრი დარბაისელი, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა
„ეს ვერსია უკვე არის წინააღმდეგობრივი მის გუშინდელ განცხადებასთან , მაროშკინა ამბობდა, რომ დიმიტრი დარბაისელი ნარკოტიკების მოხმარების გამო ვანო მერაბიშვილმა გაათავისუფლა პოლიციიდან და ამიტომ იყო დაბოღმილი დარბაისელი მერაბიშვილზე, მანამდე საუბრობდა დაპირიდპირების ვერსიაზე, ახლა ჩანერგილების ვერსიაზე, დარბაისელი თუ ჩანერგილი იყო, მაშინ ფარცხალაძეც ჩანერგილი გამოდის, და მერე ალბათ ღარიბაშვილიც და ბოლოს ბიძინა იავნიშვილიც არის „ნაციონალურ მორძაობაში“ ჩანერგილი, ამ ვერსიაზე სერიოზულად ლაპარაკი შეუძლებელია,“-აცხადებს ოთარ კახიძე .
მასალის გამოყენების პირობები






