პრემიერის უწყება ვახო სანაიას ტენდენციურობაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 13:02, 20 May, 2014     2442

პრემიერ-მინისტრის უწყება „მაესტროს“ ჟურნალისტს ვახო სანაიას ტენდენციურობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მთავრობის კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საქმე ეხება ვახო სანაიას საავტორო გადაცემას, სადაც ერთ-ერთ თემად „ქართული ოცნების“ დაპირებები იყო. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „გადაცემის მსვლელობისას, ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა“.

,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ რეალურად შეასრულა ერთ-ერთი მთავარი დანაპირება - მედია გაათავისუფლა ხელისუფლების ნებისმიერი ზეწოლისგან. დღეს საზოგადოებას არ აქვს ეჭვი და მცირედი კითხვაც, რომ რომელიმე ტელევიზიას ხელისუფლება მართავს ან მისგან რაიმე სახის ზეწოლას განიცდის. მედიის თავისუფლების ხარისხის გაზრდას ადასტურებს საერთაშორისო კვლევები და რეიტინგები. ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი დემოკრატიის გზაზე მდგომი ქვეყნისთვის. ამავე დროს, თავისუფალი მედიაგარემო ზრდის ტელევიზიებისა და ჟურნალისტების პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე-მიაწოდონ მაყურებელს მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია.

ძნელია, მიუკერძოებელი ეწოდოს ტელეკომპანია ,,მაესტროს" ერთ-ერთ გადაცემას, რომელსაც ჟურნალისტი ვახო სანაია უძღვებოდა. თავის საავტორო გადაცემაში ჟურნალისტმა მაყურებელს მთავარ თემად შესთავაზა ,,ქართული ოცნების" დაპირებები, რომელთაგან გამოყო სოციალური საკითხები, სამართლიანობა, საგარეო პოლიტიკა. სიუჟეტები ატარებდა აშკარად ტენდენციურ ხასიათს. გადაცემის მსვლელობისას, ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა. ამ სიცრუის გამყარებისთვის მან ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხსაც მიმართა და ისეთი პასუხები შეარჩია, რომელიც გადაცემის მთავარ ხაზს გააძლიერებდა.

ობიეტურობაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტს, ალბათ, არ უნდა გამორჩენოდა, რა მძიმე მემკვიდრეობა დახვდა ახალ ხელისუფლებას და ორ წელიწადში უკვე არსებობს თვალსაჩინო შედეგი, რომელსაც ყოველდღე გრძნობს მოსახლეობა. ხალხი ხედავს, რომ სწორედ ამ ხელისუფლებამ გაათავისუფლა სასამართლო და არ ერევა მის გადაწყვეტილებებში; გაათავისუფლა ბიზნესი, მედია; გათავისუფლებულია ათასობით პატიმარი, გაზრდილია სოციალური დახმარებები, განხორციელდა ჯანდაცვის რეფორმა (შემოღებულია საყოველთაო დაზღვევა), რომელიც მსოფლიო ბანკმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წარმატებულად აღიარეს. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვით ასობით ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა, C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამა 60%-მდე უმცირებს მკურნალობის ხარჯებს დაავადებულებს. საქართველო მსოფლიო რეიტინგში მეორე იქნება, სადაც C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალება მოქალაქეთათვის ყველაზე დაბალ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება განათლებას, ამოქმედდა განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომლის დახმარებითაც ქვეყანას 5 წელიწადში ეყოლება საერთაშორისო განათლების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრები. განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, მოქმედებს უფასო სახელმძღვანელოების და უფასო ფაკულტეტების პროგრამა. წარმატებით მიმდინარეობს სოფლის დახმარების პროგრამა, რომლითაც ასევე ასობით ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. გასულ წელს 700 000 ოჯახი, წელს კი 800 000 ოჯახი ჩაერთო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამაში. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, დაკავებულია არაერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომლებსაც ბრალი აქვთ წაყენებული უმძიმესი დანაშაულისთვის.

იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე და არანაკლებ მძიმე პოლიტიკური ბრძოლებისა და კოჰაბიტაციის პირობებში, ცხადია, ვერ იქნებოდა მიღწეული ყველა სასურველი შედეგი. თუმცა, აშაკარად ჩანს პოზიტიური ტენდენციები და 4-წლიანი ციკლისთვის მთავრობის დანაპირების შესრულება სრულიად რეალისტური და ოპტიმისტურია.

ჩვენ არ გვაქვს პასუხი, რა მოტივაცია ამოძრავებდა ტელეკომპანია ,,მაესტროს" და მის ჟურნალისტს, რომ ტენდენციურად წარმოეჩინა რეალობა. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოება თავად განსჯის და შეაფასებს, რას ენდოს და რას - არა", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42