საია წინასარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
პოლიტიკა - 12:53, 20 May, 2014     1163

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში 1-დან 30 აპრილის პერიოდს მოიცავს.

საანგარიშო პერიოდში, საია-ს მონიტორების მიერ საჯარო მოხელეთა მხრიდან აგიტაციის წესების დარღვევის სამი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - ერთი, ამომრჩევლის მოსყიდვის - ერთი, საარჩევნო პროცესებთან სავარაუდოდ დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი დევნის - 7, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეფარდების - 18, ფიზიკური ანგარიშსწორების -1 და სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 9 ფაქტი დაფიქსირდა.

„2014 წელს საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვეული პოზიტიური სიახლეები აისახა, როგორიცაა მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის 12-მდე ზრდა, გამგებლებისა და მერების არჩევნებისათვის 50%-იანი ბარიერის დაწესება და სხვა. მიუხედავად აღნიშნული ცვლილებებისა, საარჩევნო კანონმდებლობის ბევრი არსებითი ცვლილება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს, არ განხორციელებულა: არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა საკრებულოს არჩევნებისთვის, არ შედგა ბიომეტრიული სიები, არ გადაიხედა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი და სხვა. საინიციატივო ჯგუფებს არ მიეცათ გამგებლის/მერობის კანდიდატების დასახელების შესაძლებლობა, რითაც გაუარესდა მოქმედი ნორმა. არ განხორციელებულა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც. საანგარიშო პერიოდში უწყებათაშორისმა კომისიამ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გამოსცა. მიუხედავად ამისა, კვლავ პრობლემურია კომისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციების შესრულების საკითხი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის კომისია 24 მარტამდე უნდა შექმნილიყო, თუმცა კომისია დაგვიანებით, 3 აპრილს შეიქმნა. საარჩევნო ადმინისტრაცია მომზადებული შეხვდა წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებას. საია პოზიტიურად აფასებს ცესკოს თავმჯდომარის მოწოდებას საოლქო საარჩევნო კომისიებისადმი, რათა მათ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევნებისას მაქსიმალური პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი გამოეჩინათ. საიას მონიტორების ინფორმაციით, იმ საოლქო საარჩევნო კომისიებში, სადაც საიას მონიტორებმა დაკვირვება განახორციელეს, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება კანონის მოთხოვნების დაცვით წარიმართა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო კომისია შეიქმნა, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს. საანგარიშო პერიოდში რამდენიმე ადგილობრივი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდა სხვადასხვა პროექტების ინიცირების ფაქტები, რომლთა დაწყებაც წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. აღსანიშნავია, რომ ინიციატივები მეტწილად სოციალურ ხასიათს ატარებენ და მოსახლეობის ფართო მასებზეა გათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევებში კანონი არ დარღვეულა, ჩნდება ლოგიკური კითხვები საბიუჯეტო სახსრების საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯვასთან დაკავშირებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე მორატორიუმი გამოაცხადა, რათა მისი განცხადებით, ყველა პარტიას სრულფასოვანი კამპანიის წარმოების შესაძლებლობა მისცემოდა. პრემიერმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეეკავებინათ თავი იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და დაკავებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში. პრემიერ-მინისტრის მიერ მორატორიუმის გამოცხადება ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოხატულებას წარმოადგენდა, რათა საარჩევნო პროცესებში ჩართულ პირებს სრულფასოვანი კამპანია ეწარმოებინათ. გაუმჯობესებულია პრესის თავისუფლების ხარისხი საქართველოში. ამის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ ფუნქციონალური სამეურვეო საბჭოს გარეშეა დარჩენილი. არჩევნების წინ კვლავ აქტუალურია ცესკოს დადგენილება, რომელიც მედიას უწესებს შეზღუდვებს, გადაღება აწარმოოს კენჭისყრის შენობაში“, - ნათქვამია საიას ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42