თეა წულუკიანი გაერო-ს უმაღლეს კომისარ ნავანეთემ პილეის შეხვდა
პოლიტიკა - 21:07, 19 May, 2014     1400
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარ ნავანეთემ პილეის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი; ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში, განსაკუთრებით კი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება; საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია; სასამართლო რეფორმის პირველი და მეორე ტალღა; სისხლის სამართლის რეფორმები.

იუსტიციის მინისტრმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს მიერ გატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

თეა წულუკიანმა ისაუბრა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმაზე. მან ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ბოლო პერიოდში ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო.

"ნავანეთემ პილეი დარჩა კმაყოფილი იმ მასშტაბური რეფორმებით, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ ბოლო 18 თვის განმავლობაში განახორციელა; მათ შორის, სასამართლოს დეპოლიტიზაციის კუთხით, იქნებოდა ეს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა თუ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმა. გაერო-ს უმაღლესი კომისარი დარჩა შთაბეჭდილებების ქვეშ, რადგან ჩვენ დაწყებული გვაქვს და ვამთავრებთ პროცესს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდის დახმარების მეშვეობით ხორციელდება ჩვენს სამინისტროში", - განაცხადა მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი კომისარი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სახალხო დამცველს, სასჯელაღსრულების მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს.

გაერო-ს უმაღლესი კომისრის ვიზიტი საქართველოში 21 მაისს დასრულდება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42