პრემიერი: ჩვენი პროდუქციის წარმოებას უნდა შევუწყოთ ხელი
ადგილობრივი წარმოების გარეშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წინ ვერ წავა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა იწყებს პროგრამას - "აწარმოე საქართველოში", ეს არის სახელმწიფო პროგრამა და ემსახურება კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას, ქართული პროდუქციის შექმნას, მისი ხარისხის უზრუნველყოფას და წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარებას.
"ადგილობრივი წარმოების გარეშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წინ ვერ წავა და მთავრობას ძალიან კარგად ესმის ეს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი საწარმოების ამუშავებას და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის გაჩენას, ადამიანების დასაქმებას.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლაპარაკი გვესმოდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზე, წლების განმავლობაში ვერა და ვერ მოხერხდა მცირე და საშუალო საწარმოების ქმედითი დახმარება, არ ხდებოდა მათი წახალისება და მხარდაჭერა. ამიტომაც, სრულიად ბუნებრივად, ბიზნესის ეს კატეგორია მსხვილ საწარმოებთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდა.
ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ფიქრი, როგორ უნდა შეგვეცვალა ეს ვითარება და რა ნაბიჯები იქნებოდა საჭირო, რომ ერთხელ და სამუდაოდ დაგვეძლია ეს პრობლემა, ამავე დროს ბიზნესმენებისთვის მიგვეცა სტიმული საქართველოში წარმოების, და მათ შორის ტრადიციული წარმოების, განვითარებისა და აღორძინებისათვის", -განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, საქართველოში არის იმის რესურსი, რომ თვითონ ვაწარმოოთ პროდუქცია, არ გვიწევდეს აბსოლუტურად ყველა პროდუქტის შემოტანა უცხო ქვეყნებიდან.
"არ არის დასამალი, რომ ხშირად შემოდის დაბალხარისხიანი, ან მეტიც, უხარისხო პროდუქტი. ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელიც ყოველთვის განთქმული იყო, სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, თუნდაც მაღალხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით. ჩვენი პროდუქციის წარმოებას უნდა შევუწყოთ ხელი, აი, ეს უნდა წავახალისოთ და ძირითადად ამას გულისხმობს და ამას ემსახურება ჩვენი პროგრამა "აწარმოე საქართველოში".
ვიცი, რომ ბევრი ბიზნესმენი დღეს უცხოური პროდუქტის შემოტანით არის დაკავებული. სწორედ ასეთ ხალხს ვთავაზობთ, ნაცვლად იმპორტით დაკავებისა, თავად აწარმოონ საქართველოში, შექმნან საწარმოები და ისეთი პროდუქცია აწარმოონ, რომ პირიქით, თვითონ შეძლონ ამ პროდუქციის ექსპორტზე გატანა.
მინდა გითხრათ, რომ ამ იდეის შესახებ ბევრს ვფიქრობდი. შემდეგ ინიციატივით მივმართე ეკონომიკის სამინისტროს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა რეგიონში, შემდეგ ყველა რაიონსა და ბოლოს ყველა სოფელში აღვადგინოთ ქართული წარმოება და ხელი შევუწყოთ მის აღორძინებას. ეს არის ჩემი ოცნება და ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ ამ პროექტებზე!
პროგრამის წარმატებით განხორციელება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მოიტანს ხალხისთვის დამატებით შემოსავლებსა და მატერიალურ კეთილდღეობას. ამ პროგრამისთვის ჩვენ ჩავატარეთ წინასწარი სამუშოები - განვახორციელეთ სხვადასხვა კვლევა, გავაანალიზეთ მონაცემები, შევისწავლეთ მეწარმეების მოსაზრებები. კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები. მხოლოდ ამის შემდეგ განვსაზღვრეთ ამ პროგრამის მიმართულებები.
მიმართულებებზე უფრო დაწვრილებით ცოტა მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრი მოგვახსენებს. მაგრამ მაინც მინდა რამდენიმეზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. ეს არის, პირველ რიგში, ლითონის მზა ნაწარამი, რეზინისა და პლასტმასის წარმოება, კერამიკული ნაწარმი, ბუნებრივი ქვები - მარმარილო, გრანიტი და სხვა. ეს პროდუქცია ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენში მაღალი ხარისხით. გარდა ამისა, ყოველთვის ხარისხიანად ითვლებოდა ჩვენი აბრეშუმი, შალი, ტყავის ნაწარმი. გვაქვს აგრეთვე ხის დამუშავების და ავეჯის წარმოების გამოცდილებაც. ასევე მინდა აღვნიშნო სოფლის მეურნეობაში სასათბურე მეურნეობა; ხილის, ციტრუსის გადამმუშავებელი საწარმოები და მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმები, მეფრინველეობის ფაბრიკები. ჩვენ ეს დარგები უნდა განვავითაროთ, უნდა ავაღორძინოთ", -განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 46 მილიონი ლარით. აქედან 30 მილიონი მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებას, ხოლო 16 მილიონი - ინდუსტრიული პროდუქტის წარმოებას.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს ნადვილად არის ის თანხა, რომელიც მოგვცემს ამ პროგრამის განხორციელების რეალურ საშუალებას.
"პროგრამის ფარგლებში ჩვენ ხელს შევუწყობთ ყველა მეწარმეს, რომელიც გადაწყვეტს ახალი საწარმოს შექმნას. პირველ რიგში დავეხმარებით და თითქმის უსასყიდლოდ - სიმბოლურ ფასად გადავცემთ ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებს, მივცემთ შეღავათიან გრძელვადიან სესხებს ძალიან დაბალი პროცენტით, მათ ჩვენ დავეხმარებით შესაბამისი ტექნიკური საშუალებების მოძიებაში, შესყიდვაში, საწარმოების გამართვაში.
პროგრამა გათვლილია მხოლოდ ახალი საწარმოების შექმნაზე. ეს იქნება ეგრეთ წოდებული "სტარტაფი" და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველას, ვინც ახალი საწარმოს დაფუძნებას გადაწყვეტს.
პროგრამის პრიორიტეტი რეგიონებში წარმოების განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ამიტომ, კიდევ უფრო შეღავათიანი პირობები დაუწესდებათ რეგიონებს.
ჩვენ მხოლოდ ამ ინსტრუმენტებით არ შემოვიფარგლებით. მუდმივად ვიქნებით მეწარმეებთან კავშირზე, გავიზიარებთ მათ მოსაზრებებს. საჭიროების შემთხვევაში, მოხდება საკანონმდებლო რეგულაციების თუ სხვადასხვა მიმართულებების გადახედვა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სამეწარმეო გარემო.
ჩვენ ასევე მუდმივად შევიმუშავებთ სხვადასხვა ინსტრუმენტს და მექანიზმს, რათა ხელი შევუწყოთმეწარმეებს საწარმოების გადაირაღების, მათი პროდუქტიულობის გაზრდის და მრავალი სხვა კუთხითაც", -განაცხადა პრემიერ-მინსიტრმა.
პროგრამას კოორდინაციას გაუწევენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეუნეობის სამინისტროები.
პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართული იქნებიან აგრეთვე მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქონების მართვის სააგენტო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.
"ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას და მივიღოთ უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქცია. პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" უნდა გახდეს საბოლოოდ ქართული ბრენდი - ,,წარმოებულია საქართველოში". ამ ნიშნით გამოშვებული ნაწარმი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და წარმატებით გაუწევს კონკურენციას უცხოურ პროდუქციას არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ჩვენ უნდა წარვსდგეთ მსოფლიოს წინაშე ჩვენი შესაძლებლობებით. ამიტომაც, ჩვენი მიზანია, ასევე რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენმა მეწარმეებმა მოახდინონ საკუთარი ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი სამრეწველო პოტენციალის რეალიზება, ჩვენი რესურსების გამოყენება და, მერწმუნეთ, საქართველოს ნადვილად აქვს ამის შესაძლებლობა", -განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა