ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით მკურნალობას საზღვარგარეთ გააგრძელებს. ამის შესახებ დავით კოდუას ძმის, ერეკლე კოდუას მეუღლე ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქზე“ წერს.
„ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება დათო კოდუა წაიყვანონ უცხოეთში . სიცოცხლე კი შეინარჩუნა, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, მძიმე იმ კუთხით, რომ მისი გონება ჩამორჩება რეალურ გარემოს და რასაც ამბობს ძალიან შორს არის რეალობასთან. რასაც ამბობს არა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად. საუბრის მანერა ძალიან შენელებულია და გაუგებარი... მოკლედ ნოშრევანის "გმირობამ", როგორც თავად იტყოდნენ იმაზე მეტი ნაკვალევი დატოვა ვიდრე წარმოგვედგინა“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ბიზნესმენ დავით კოდუაზე თავდასხმა 3 მაისს მოხდა. კოდუას ცემის ფაქტზე შსს- მ ნოშრევან ნამორაძე დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები






