სახალხო დამცველი რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ რომან შიტიკოვზე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 14:59, 19 May, 2014     1552

სახალხო დამცველი რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ რომან შიტიკოვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს ყველა მხარეს, მყისიერად მოახდინონ რეაგირება შიტიკოვის საკითხზე და უზრუნველყონ მისი დროული გათავისუფლება.

„სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ე.წ ადმინისტრაციული საზღვრის მონიტორინგისას სოფელ საკორინთლოს მაცხოვრებელ გ.ა-სგან შეიტყვეს, რომ იგი ცხინვალის იზოლატორში რომან შიტიკოვთან ერთად იყო დაკავებული. მისი ინფორმაციით, რომან შიტიკოვი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში დააკავეს რუსმა მესაზღვრეებმა და 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო დახვრეტით ემუქრებოდნენ. თუმცა, შიტიკოვი მასთან საუბარში ამბობდა, რომ ავადმყოფობის გამო ომში მონაწილეობა არ მიუღია და სთხოვა გ.ა-ს საჯაროდ განეცხადებინა მისი მდგომარეობის შესახებ.

რომან შიტიკოვის ადგილსამყოფელის შესახებ საუბარი იყო 2014 წლის 28 აპრილს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზეც, თუმცა, ოსური მხარე უარყოფს შიტიკოვის დაკავებას. საგულისხმოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 15 აპრილს, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა დაკავება დაადასტურეს, მაგრამ 23 აპრილს უარყვეს.

რომან შიტიკოვის ადგილსამყოფელი დღეისათვის უცნობია. შესაძლოა, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდეს.

მოვუწოდებთ საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ადამიანის უფლებათა დაცვით საერთაშორისო ორგანიზაციებს მყისიერად მოახდინონ რეაგირება შიტიკოვის საკითხზე და უზრუნველყონ მისი დროული გათავისუფლება“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42