საგარეო უწყების ინფორმაციით, 21 მაისს ბრიუსელში ევროკავშირის ევროკომისართა კოლეგიასა და საქართველოს მთავრობას შორის შეხვედრა გაიმართება.
სამინისტროს განმარტებით, ეს არის უპრეცედენტო ფორმატი საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში, რომელიც ემსახურება ორმხრივი დიალოგის გაღრმავებას.
"ამ შეხვედრის დროს საქართველოს პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრები უშუალო დიალოგს წარმართავენ ევროკავშირის შესაბამის ევროკომისრებთან, საქართველო–ევროკავშრის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტების ასევე ღონისძიებების დღის წესრიგით გათვალსიწნებული საკითხებიდან გამომდინარე. 21 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი", – აცხადებენ საგარეო სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






