„ოკუპირებული აფხაზეთსა და იტალიის ქალაქებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები გაბათილდება“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკანიანმა განაცხადა.
საგარეო უწყებამ იტალიისგან აფხაზეთისა და იტალიის რამდენიმე ქალაქს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლების ბათილად ცნობა უკვე მოითხოვა.
აღნიშნული მოთხოვნა იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.
"ეს არის ძალიან მცირე ქალაქები, მაგრამ მაინც ჩვენ მივმართეთ საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიიის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ეს პროტოკოლები ბათილად იქნება ცნობილი. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული პროტოკოლების გაფორმება პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება,"- განაცხადა ზალკალიანმა.
აფხაზეთისა და იტალიის ქალაქებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლებს ხელი 12 და 16 მაისს მოეწერა.
"იტალიის ქალაქ სანტ-ანტიოკოში, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლებს სანტ- ანტიოკოსა და სოხუმს, სან-ჯოვანისა და ბიჭვინთას, და კაზალეტსა და ახალ ათონს შორის მოეწერა. აფხაზეთის მხარიდან ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ სოხუმისა და ბიჭვინთის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები- ალიას ლაბახუა და ბესლან არძიმბა, იტალიის მხრიდან კი, ქალაქების მერები - მარიო კორონჯიუ, ფედერიკო პალმასი და ანტონიო ვიგო. ღონისძინებაში ასევე მონაწლეობას იღებდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი ალხაზ ჩოლოკუა,"- წერია აფხაზეთის საგარეო უწყების მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






