„ხელისუფლება არის უუნარო და ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარი ხელფასების ზრდაზე“
პოლიტიკა - 12:38, 19 May, 2014     1586

„ხელისუფლება არის უუნარო და ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარი ხელფასების ზრდაზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში საუბარია ე.წ. საარსებო მინიმუმთან მიმართებაში არსებულ "გაუარესებულ მდგომარეობაზე".

„მოგეხსენებათ, დღევანდელ ხელისუფლებას 2013 წლის ბიუჯეტში დახვდა ჩადებული 150– ლარიანი პენსია, რომელიც იყო 2013 წლის საშუალო საარსებო მინიმუმის ტოლი.

დაუბეგრავი მინიმუმი, რომელიც ამ ხელისუფოებამ შემოიღო, ასევე იყო საარსებო მინიმუმის ტოლი, ანუ 150 ლარი.

შეგახსენებთ, დაუბეგრავი მინიმუმისა და პენსიის გატოლება საარსებო მინიმუმთან იყო ის ორი დაპირება, რომელთა შესრულებაც შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ დახვდათ გამართული ეკონომიკა და გამართული ბიუჯეტი.

თუმცა, ხელისუფლების გაუაზრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, განსაკუთრებით დიდი მოცულობის ფინანსური რესურსის გამოშვებამ სახელმწიფო ხაზინიდან 2013 წლის ბოლოს თანმდევი ლარის გაუფასურებით, ისევე როგორც ფასების ზრდის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევის მცდელობამ, გამოიწვია საარსებო მინიმუმის ზრდა.

2014 წლის აპრილის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი გაიზარდა და გახდა, თითქმის 156 ლარი.

ეს ნიშნავს ორ რამეს:

1. ოცნების ხელისუფლების დაპირება, რომ პენსია და დაუბეგრავი მინიმუმი გახდებოდა საარსებო მინიმუმის ტოლი, აორთქლდა, ისევე როგორც აორთქლდა სხვა დაპირებები. დღევანდელი მდგომარეობით, არც პენსია და არც დაუბეგრავი მინიმუმი აღარ არის საარსებო მინიმუმის ტოლი;

2. დღეს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ადამიანები, მოქალაქეები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ფიქსირებული ოდენობის სახელმწიფო დახმარებაზე, აღმოჩნდნენ უფრო გაჭირვებულ მდგომარეობაში ვიდრე იყვნენ, თუნდაც რამდენიმე თვის წინ.

ეს არის შედეგი იმისა, რომ ხელისუფლება არის უუნარო და ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარი ხელფასების ზრდაზე, 175 ათას–ლარიანი ავტომობილების შეძენაზე, რესტორნებში ქეიფსა და საკუთარი ნათესავების დასაქმებაზე“- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42