საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით, 26 მაისს თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს საპატიო კონსულები ესტუმრებიან.
ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოქდგილე დავით ზალკანიანი ავრცელებს.
ზალკანიანის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში საპატიო კონსულები შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს და სამინისტროს ხელმძღვანელობას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება საპატიო კონსულების ინსტიტუტის, მათ მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და სამომავლო საქმიანობის საკითხებს.
მისივე თქმით, საპატიო კონსულებს ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის, ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების, საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით არსებულ პროგრესზე.
საპატიო კონსულები მონაწილეობას მიიღებენ, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.
მასალის გამოყენების პირობები






