,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები ფოთსა და რუსთავში შესაძლოა რეგისტრაციიდან მოიხსნან
პოლიტიკა - 11:42, 19 May, 2014     1640
არასაპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატის, ხოლო საარჩევნო სუბიექტი “ჩვენი საქართველო” ასევე ,,ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვენ.

შესაბამისი საჩივრით საარჩევნო ბლოკმა “კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე“ და „ჩვენი საქართველომ“ ,,ქართული ოცნების" რუსთავისა და ფოთის მერობის კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართეს.

მათი მოთხოვნა იმ მოტივით არის განპირობებული, რომ ფოთის მერობის კანდიდატს ირაკლი კაკულიას და რუსთავის მერობის კანდიდატს დავით ჯიქიას ბოლო ორი წლის მანძილზე მუდმივად არ უცხოვრიათ საქართველოში, რასაც საარჩევნო კოდექსი მოითხოვს.

ცესკომ აღნიშნული საჩივრის საფუძველზე წერილობით მიმართა დავით ჯიქიას, რომ მან 19 მაისს, 16:00 საათამდე წარადგინოს არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის მანძილზე მისი საქართველოში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ანალოგიური მოთხოვნა გაუგზავნა ცესკომ ირაკლია კაკულიასაც. ფოთის მერობის კანდიდატმა არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის მანძილზე, მისი საქართველოში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.

ფოთის მერობის კანდიდატად ირაკლი კაკულია გუშინ, ზუგდიდში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

ანალოგიური ნიშნით ცესკომ სამი კვირის წინ უკვე გაუუქმა რეგისტრაცია ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც გორის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, ამავე ქალაქის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42