ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო დასახლება მოინახულა
პოლიტიკა - 11:14, 19 May, 2014     1784
"ქვეყნის იმიჯი განისაზღვრება იმით, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო თავის გმირებზე. მე მინდა ვუთხრა ჩვენს სამხედროებს, რომ ჰქონდეთ ჩვენი იმედი, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მათი იმედი,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში მდებარე სამხედრო დასახლებაში სტუმრობისას.

დღეს მთავრობის მეთაურმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ 10 სამხედრო მოსამსახურეს, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, გორში დროებით სარგებლობაში საცხოვრებელი ბინები გადასცა. ათივე სამხედრო მოსამსახურეს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა თბილისში უკვე აქვთ მიღებული.

პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ერთად, ადგილზე მოინახულა სამხედრო დასახლებაში დასრულებული სამი საცხოვრებელი კორპუსი და კაპრალ რევაზ გორგაძისა და სერჟანტ ვეფხია გელაშვილის ოჯახებისთვის გადაცემული ადაპტირებული ბინები. პრემიერის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დასაქმება და მათთვის სათანადო სამუშაო თუ საცხოვრებელი პირობების შექმნა. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ დაჭრილი სამხედროები ისევ ბრუნდებიან შეიარაღებულ ძალებში და მიღებულ გამოცდილებას კვლავ სამშობლოს სამსახურს ახმარენ.

გორში სამხედრო დასახლების მშენებლობა 2007 წლის თებერვალში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2008 წლის აგვისტოში გაჩერდა. მშენებლობა 2013 წლის სექტემბერიდან განახლდა. ბინები ასევე,სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე გორის მეხუთე ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებს დროებით სარგებლობაში გადაეცემათ. ამ ეტაპზე 87 გარემონტებული ბინიდან 15 ადაპტირებულია სპეციალურად მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის. საცხოვრებელი ბინები კეთილმოწყობილია და აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42