გია გვიჩიანი ბიძინა ივანიშვილს სიმართლის პოვნაში დახმარებას თხოვს
პოლიტიკა - 10:58, 19 May, 2014     1259

უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

გვიჩიანი ივანიშვილს მოუწოდებს, "მოქალაქის" იურისტებმა მისი საქმე შეისწავლონ.

"მოგმართავთ უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმმა რვა წლის წინ სასჯელის უმაღლესი ზომა - უვადო პატიმრობა მომისაჯა. ასეთი განაჩენის საფუძველი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამი ბრალდებულ-მოწმის მრავალჯერ შეცვლილი, ურთიერთგამომრიცხავი, ცრუ აღიარებითი ჩვენებებია, სადაც ორმოცამდე არსებითი წინააღმდეგობაა. ნათელია, რომ ეს "აღიარებები" მთლიანად მოგონილი და შეთხზულია, მთავარი ცრუ მოწმე ექვსჯერ ნასამართლევი, კრიმინალი და ნარკომოვაჭრეა. სამივე ცრუ მოწმეს ამ ჩვენებების სანაცვლოდ საპროცესო გარიგებებით აპატიეს სხვა მძიმე დანაშაულები (ყაჩაღობა მკვლელობით, ნარკოტიკების გასაღება) და გაათავისუფლეს. აღნიშნულ დანაშაულებრივ გამოძიებას ხელმძღვანელობდა სოდ-ის დირექტორი ერეკლე კოდუა.

მე, არც ერთ ცრუ მოწმეს არ ვიცნობდი. ამჟამად სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის გადახედვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. კანონის შესაბამისად, პროკურატურას არ აქვს უფლება დაუსაბუთებელი ბრალდება წარადაგინოს სასამართლოში. სამწუხაროდ, გარემოებათა გამო, მართლმსაჯულების სისტემაში, დღესაც ინერციით გრძელდება წინა ხელისუფლების დროინდელი ხარვეზები, ეს კი ნიშნავს, რომ პროკურატურა და სასამართლო მეორედ აპირებენ ჩემთვის უკანონო სამუდამო პატიმრობის მოსჯას, რაც ახალი ხელისუფლების დემოკრატიული იმიჯის შელახვას გამოიწვევს. ჩემმა ადვოკატებმა ითხოვეს შეხვედრა მთავარ პროკურორ ბატონ გიორგი ბადაშვილთან, მაგრამ სამწუხაროდ პასუხი არ მიგვიღია. ამიტომაც იძულებულები ვარ, თქვენ მოგმართოთ. გთხოვთ, თქვენს მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია "მოქალაქის" იურისტებმა შეისწავლონ ჩემი საქმე. გთხოვთ დაიცვათ ჩემი უფლებები და დამეხმაროთ სიმართლის პოვნაში.

წინასწარ გიხდით მადლობას", - აღნიშნულია გვიჩიანის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42