პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიას ალეკო ელისაშვილი აღარ უხელმძღვანელებს.
შესაბამისი ცვლილებები "შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულებაში უკვე განხორციელდა.
ცვლილებების მიხედვით, კომისია მუშაობას ელისაშვილის გარეშე გააგრძელებს, თუმცა თანამშრომლების შემადგენლობა იგივე იქნება.
შეწყალების კომისიაში შედიან: უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, იურისტი თამარ ხიდაშელი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, მწერალი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი, მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მწერალი გივი შაჰნაზარი, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.
არსებული ინფორმაციით, ელისაშვილს უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრის გამო შეუწყდა. ელისაშვილი 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში, საინიციატივო ჯგუფის სახელით საბურთალოს მაჟორიტარად იყრის კენჭს.
მასალის გამოყენების პირობები






