საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ვიზიტმა და ქართული მხარის დახვედრამ კრიტიკა დაიმსახურა ქართველ პოლიტიკოსებში. კრიტიკის საგანი ერთის მხრივ საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ოლანდისთვის მომზდებული ,,სუფრა“ იყო, ხოლო მეორეს მხრივ პრეზიდენტის სასახლეში მისი სტუმრობა, რომელიც, როგორც საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა კუდავას საუბრიდან ირკვევა, პრობლემა გამხდარა პრემიერ ღარიბაშვილისთვის.
,,საფრანგეთის მხარეს საქართველოს მთავრობამ სთხოვა თუ მოსთხოვა, რომ ფრანსუა ოლანდი პრეზიდენტის სასახლეში არ მისულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრემიერი იქ შესახვედრად არ მივიდოდა, ეს ფაქტი დამიდასტურა ძალიან ბევრმა ფრანგმა კოლეგამ და ეს ძალიან ცუდად გაიგეს მათ“, - ჰყვება ,,პოსტსკრიპტუმთან“ საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავა.
საქართველოს პრემიერი პროტოკოლით დადგენილი წესის მიუხედავად, ოფოციალურ ვახშამს არ დასწრებია. პრემიერის არმისვლამ უხერხულობა შექმნა სტუმრებშიც.
საფრანგეთის ელჩის საქართველოში რენოს ალენი: ,,ეს იყო ძალიან კარგი და წარმატებული ვიზიტი საფრანგეთისთვის და საქართველოსთვისაც. ჩემი პრეზიდენტი ძალიან კმაყოფილი იყო. ის ჩამოვიდა საქართველოში, რათა ჩამოეტანა საფრანგეთის მყარი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის და ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწრისთვის. უნდა იცოდეთ, რომ პრეზიდენტი ჩამოვიდა 20-მდე ბიზნესმენთან ერთად, ისინი დაესწრენ ეკონომიკურ ფორუმს, რომელსაც თავის მხრივ ჰქონდა ბევრი წარმატება. თქვენ შეგიძლიათ თქვენი დასკვნა გააკეთოთ, მაგრამ ეს არის საქართველოს შიდა პოლიტიკური ასპექტები."
მასალის გამოყენების პირობები






