ვახტანგ ყოლბაია ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სამეგრელოს რეგიონში იმყოფება
პოლიტიკა - 16:29, 18 May, 2014     1776

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სამეგრელოს რეგიონში იმყოფება. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძესთან ერთად ადგილზე დაესწრო დაბა ჯვარში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების პროცესს. დევნილებს ადგილზე უტარდებათ ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები, ურიგდებათ მედიკამენტები და ჰუმანიტარული ტვირთი. სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებენ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის წამყვანი სპეციალისტები.

ვახტანგ ყოლბაია იმყოფებოდა ასევე სოფელ რიყეში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ოთარ გოგოხიასთან ერთად, სადაც გაეცნო სოფლის მეურნეობის საპილოტე პროგრამის მიმდინარეობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობას სარგებლობის უფლებით გადმოეცა სამეგრელოში 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც წელს პირველად ჩატარდა ხვნა-თესვის სამუშაოები. აღნიშნული პროექტის გეგმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტორსა და აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობით შეიქმნა. მიწის ნაკვეთის მოსარგებლეები არიან აფხაზეთიდან დევნილები და პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 20-ზე მეტი დევნილი ოჯახი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს და პროექტის უშუალო ბენეფიციარებს, მათთან ერთად განიხილა პროექტის ეფექტურად განხორციელებისათვის აუცილებელი სამომავლო გეგმები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42