“ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მთელი მსოფლიო დაეხმარება უკრაინას, სწორედ ისე, როგორც თავად აჩვენებს მათ საკუთარ ნებას წინააღმდეგობა გაუწიოს და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. ხოლო, რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ეს სანქციები უკვე ამუშავდა. წარმოიდგინეთ, რომ რუსმა ჩინოვნიკებმა და მათმა მეუღლეებმაც კი, რომლებიც ამ დღეებში მივიდნენ ნიუ-იორკის ან ლონდონის მაღაზიებში, რათა თავიანთ რუსულ საკრედიტო ბარათებზე არსებული მოპარული ფულით შეეძინათ ბრილიანტები, მათ აღმოაჩინეს, რომ მათი საკრედიტო ბარათები უკვე აღარ მუშაობს. ეს არის სანქციების ამოქმედების შედეგი. ისინი ალბათ ახლა საკუთარ ქმრებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ რაღაც მოიმოქმედონ, თუმცა უკვე ვეღარაფრის გაკეთებას ვეღარ შეძლებენ. ასე, რომ რუსი ჩინოვნიკები მეუღლეების განერვიულებით უფრო მიხვდებიან ამ ყველაფერს, ვიდრე პირდაპირ თავიანთ სინდისზე ზემოქმედებით”,- ხუმრობით აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, პუტინის “შოპინგ ლისტში” ე.წ. ახალი რუსეთის გეგმებში შედის დნეპროპეტროვსკი, ხარკოვი, ოდესა , შემდეგ კი მას სურს კორიდორი გააკეთოს დონეცკსა და ლუგანსკში, ხოლო შემდეგი კორიდორი გავა დნესტრისპირეთში, სადაც უკვე დაიწყო მოვლენების განვითარება.
“როდესაც მე დნეპროპეტროვსკში ვიყავი, მივხდვი თუ რატომ შეიყვანა ეს რეგიონი პუტინმა ახალ რუსეთად თავის “შოპინგ ლისტში”, რადგანაც ეს ტერიტორია არის უკრაინის “ინდუსტრიული გული”, თუმცა მე იქ დავინახე მებრძოლი ადამიანები, რომლებიც არასოდეს დათმობენ თავის ქვეყანას”,- განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






