ენერგეტიკის სამინისტრო დარიალში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება
პოლიტიკა - 14:00, 17 May, 2014     1613

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო დარიალის ხეობაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ მეწყერმა დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. ამ დროისთვის შეწყვეტილია სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი და გაფრთხილებულია რუსეთისა და სომხეთის შესაბამისი უწყებები:

„დღეს დილით დაახლოებით 10 საათისთვის, სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რომელმაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. ამ დროისთვის შეწყვეტილია სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი და გაფრთხილებულია რუსეთისა და სომხეთის შესაბამისი უწყებები. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ავარიული ჯგუფები უკვე მობილიზებულია ადგილზე, უპირველეს ყოვლისა მიმდინარეობს მთის მასივის მიერ გადაკეტილი თერგის კალაპოტის და გზის გაწმენდა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ავარიის მოცულობის შეფასება. აქვეა მობილიზებული ლარსისა და დარიალის ჰესების სამშენებლო ტექნიკაც, რაც დაეხმარება შესაბამის სამსახურებს გზის და კალაპოტის გაწმენდაში.

წინასწარი ინფორმაციით დამეწყრილ ზონაში მოყოლილია ავტომანქანები, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამინისტროების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები. სამაშველო სამუშოები მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42