ომბუდსმენი 17 მაისის მოვლენებს დააკვირდება
პოლიტიკა - 10:02, 17 May, 2014     530

სახალხო დამცველი 17 მაისს მიმდინარე მოვლენებს დააკვირდება. ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს დაინტერესბულ მხარეებს ჰომოფობიური გამოვლინების პრევენციისთვის საზოგადოებასთან მუშაობა გააძლიერონ.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ არის დისკრიმინაციული ლგბტ პირთა მიმართ, მისი პრაქტიკაში განხორციელება არ იძლევა უფლებადაცვის ადეკვატურ გარანტიებს. ხშირია ლგბტ პირთა დისკრიმინაციის ფაქტები შრომის, ჯანდაცვის, სოციალური, ეკონომიკური და სხვა უფლებების განხორციელებისას. ისინი განიცდიან ძალადობას და უთანასწორო მოპყრობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ოჯახსა და საზოგადოებაში.

კვლავ პრობლემად რჩება საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულება, რაც განაპირობებს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს და სხვა დისკრიმინაციულ ქმედებებს. არ ხორციელდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობდა არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების რღვევას. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჰომოფობიური განწყობა მჭიდრო კავშირშია საზოგადოების სოციალური და კულტურული შემწყნარებლობის ზოგად დონესთან საქართველოში.

2013 წლის 17 მაისს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ლგბტ და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება ესარგებლათ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული შეკრების თავისუფლებით, აგრეთვე დაფიქსირდა სიძულვილით განპირობებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები. უკვე ერთი წელი გავიდა და სამწუხაროდ არც ერთ ძალადობის ფაქტზე არ დამდგარა სამართლებრივი შედეგი და არავინ დასჯილა სიძულვილით განპირობებული ფიზიკური ძალადობის ჩადენისთვის.

სახალხო დამცველი მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, გაძლიერდეს საზოგადოებასთან მუშაობა არსებული ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთისა და პრევენციისათვის; აგრეთვე განხორციელდეს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებისა და სიძულვილით მოტივირებული სხვა შემთხვევების დროული, ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიება. 2014 წლის 17 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ასევე იმუშავებს ცხელი ხაზის ნომერი: 223 44 99“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42