"ჩათვალეთ, რომ უკანონო მიყურადების შესახებ კანონი მიღებილია“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კანონის მხარდაჭერით, „ნაციონალური მოძრაობა“, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს „არსებულ სიბინძურეს ვერ ჩამოირეცხავს“.
„სამწუხაროა რომ ქვორუმის არარსებობის გამო ჩავარდა კანონის გატანა, მაგრამ ეს ტექნიკური საკითხია. ეს პოლიტიკურად არაფერ შუაშია ჩვენს გადაწყვეტილებასთან. ჩათვალეთ, რომ კანონი მიღებულია. სიმართლე გითხრათ სურვილი არ მაქვს, რომ ამ კანონს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭიროს და მათი უშუალო მონაწილეობით მივიღოთ ეს კანონი. ის სიბინძურეს რაც თან ახლდა ამ ხელისუფლებას, ამ კანონის მხარდაჭერით ვერ ჩამოირეცხავენ. ასე, რომ შეუძლიათ ამ კანონს მხარი არ დაუჭირონ“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარლამენტში ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ქვორუმის არარსებობის გამო ჩავარდა. 76 დეპუტატმა რეგისტრაციის სამჯერ გავლა ვერ შეძლო, რადგან არც ერთ შემთხვევაში სხდომათა დარბაზში 76 წევრი არ აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები






