საქართველოს იუსტიციის მინისტრი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ ფარული აუდიო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
თეა წულუკიანმა აღნიშნულის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა:
„რა თქმა უნდა „რუსთავი 2“-ს ჰქონდა უფლება, რომ იმ დოზით და იმ ფორმით... მე გამიკვირდა სხვათაშორის იმ ჟურნალისტისგან, რომელიც მე მგონია ჟურნალისტი და არ ყოფილა, ეტყობა პროდუსერი ჰყავს პროფესიონალი, იმ დოზით როგორც გამოაქვეყნეს არაფერი მათ მიერ არ ყოფილა დარღვეული, არავის აქვს უფლება მათ მოსთხოვოს გაამჟღავნონ წყარო. თავდაცვის მინისტრმა უშიშროების პირს უთხრა, რომ ავღანეთში პრეზიდენტის მისვლა გარკვეულ ადგილას არ იქნებოდა უსაფრთხო, მიხეილ სააკაშვილი მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, მე არ გამიხარდებოდა ის, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი სადმე ბომბზე აფეთქებულიყო, ეს ჩვენი ქვეყნის უუნარობას გამოამჟღავნებდა“, - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






