საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რეაქცია“ ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ ისაუბრა.
წულუკიანის განცხადებით, ახალი ხელისუფლება ერთსქესიან ქორწინებას მხარს არ უჭერს და კანონპროექტის ირგვლივ ატეხილი „აჟიოტაჟი“ უსაფუძვლოა:
„მე არ ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება დაუპირისპირდა საპატრიარქოს და არ ვთვლი რომ ასეთი განცხადება არის სწორი, ეს არის აბსოლუტურად არასწორი განცხადება, ჩვენი ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელიც პირველად თითოეულ კანონპროექტს განიხილავს ეკლესიას და ეკლესიასთან თანამშრომლობს, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამდე, ეკლესიის ძალიან მაღალ პირებთან მე პირადად მუხლობრივად გავიარე ყველაფერი, ის აჟიოტაჟი რაც სხცადასხვა ჯგუფებმა შექმნეს, ერთადერთი რასაც ვნანობ ამ აჟიოტაჟის გარშემო არის ის, რომ ზედმეტად შექმნილი აჟიოტაჟი ზედმეტად ანერვიულებს პატრიარქს. საპატრიარქო არის ცალკე, სახელმწიფო არის ცალკე, ამის შესახებ პატრიარქს მრავალჯერ უთქვამს რატომ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ საპატრიარქომ ეს კანონპროექტი მოიწონოს? ერთსქესიანი ქორწინება არის დიდი ცოდვა. რანაირად შეიძლება სხვანაირად ვფიქრობდე, როცა ერთი რწმენა გვაქვს? მაგრამ ამ კანონს არავითარი კავშირი არ აქვს ამასთან. ჩვენი ხელისუფლება არ ემხრობა ერთსქესიან ქორწინებას, ეს არასდროს არ ყოფილა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






