„თუ საჯარო მოხელეები არ მიიღებენ მათი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით პრემიებს, საჯარო სამსახური ძალიან მალე გახდება უინტერესო და მას კომპეტენტური კადრები დატოვებენ “, - ამ განცხადებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გადაცემა „რეაქციაში“ მინისტრებზე და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებზე გაცემულ სოლიდურ პრემიებს გამოეხმაურა.
თუმცა, წულუკიანი სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებზე გაცემულ სოლიდურ პრემიებს „ცუდ ფაქტს უწოდებს“. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მინისტრს აღნიშნული ფაქტის შესახებ უნდა სცოდნოდა.
„როდესაც ადამიანი შრომობს უნდა ჰქონდეს ადეკვატური ანაზღაურება. საჯარო სამსახურში თუ ხელფასები არ იქნება ადეკვატური, თუ საჯარო მოხელეები არ მიიღებენ მათი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, პრემიებს საჯარო სამსახური ძალიან მალე გახდება უინტერესო და მას კოპეტენტური კადრები დატოვებენ. ეს არის პრინციპი რომელსაც ვიზიარებ. შარშან იგივე კითხვა დამისვეს, როდესაც არ ვიღებ არანაირი პრემიას და ხელზე მაქვს 5 ათასი ლარი, მაშინ როდესაც წლების განმავლობაში 17 ათასი ლარი მქონდა სტრასბურგის სასმარათლოში. თუმცა ეს ის ხელფასია რისთვისაც ღირს ვემსახურო სამშობლოს. თუმცა ვთვლი, რომ საჯარო მოხელეებს რომლებიც მუშაობენ ჩემთან, არიან მაღალკვალიფიციურები. თუ მათ არ ექნებათ ადეკვატური ანაზღაურება ისინი გადავლენ კერძო სექტორში. ბევრი ჩემი კომპეტენტური კადრი გადასულა კერძო სექტორში. ვინც იმსახურებს უნდა იღებდეს ხელფასს. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკითხს, ეს არის ცუდი ფაქტი. დასანანია, რომ იმ პირმა, ვინც ეს გადაწყვიტა არ შეატყობინა მინისტრს და ვფიქრობ რომ ამ და სხვა სამინისტროებში პრემიების და დანამატების თემა გარკვეულ ინიფიცირებას დაექვემდებარება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






