16 მაისს საარჩევნო სუბიექტების მიერ მერობის, გამგებლობის, მაჟორიტარობის კანდიდატების, ასევე პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა.
ამ დროისთვის ცესკოში უკვე რეგისტრირებულია თბილისის მერობის 10 კანდიდატი.
ესენი არიან:
- მიხეილ სალუაშვილი (უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე);
- გიორგი ლაღიძე (მომავალი საქართველო);
- ასმათ ტყაბლაძე (შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია);
- გიორგი გაჩეჩილაძე (გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია);
- როინ ლიპარტელიანი (საქართველოს მშრომელთა საბჭო);
- დიმიტრი ლორთქიფანიძე (ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია);ირაკლი ღლონტი (ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები);
- კახა კუკავა (არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძე);
- დავით ნარმანია (საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“);
- გიორგი ლილუაშვილი (მერაბ კოსტავას საზოგადოება);
თბილისის მერობის კანდიდატი კიდევ ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინა:
- ირმა ინაშვილი (დავით თარხან-მოურავი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი);
- თეიმურაზ მურვანიძე (სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა);
- სერგო ჯავახიძე (თვითმმართველობა ხალხს);
- ნიკანორ მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
რაც შეეხება, ქ. თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, კანონით დადგენილ ვადებში პარტიული სიები წარმოადგინეს შემდეგმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა:
№1 – საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”
№2 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”
№3 – „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია”
№5 – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
№6 – „გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია”
№7 – „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე”
№8 – „დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
№9 – საარჩევნო ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს”
№11 – „ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები”
№12 – „ჩვენი საქართველო”
№13 – „მომავალი საქართველო”
№16 – „ქრისტიან დემოკრატიული პარტია (ქრისტიან დემოკრატები)”
№17 – „ერთიანობის დარბაზი”
№18 – „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა”
№20 – „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”
№26 – „სახალხო პარტია”
№30 – „მერაბ კოსტავას საზოგადოება”
№36 – „საქართველოს მშრომელთა საბჭო”
№41 – საარჩევნო ბლოკი - „ქართული ოცნება”
ცესკო, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების, გამგებლობის და დანარჩენ თვითმმართველ ქალაქებში (თბილისის გარდა) მერობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.
მასალის გამოყენების პირობები






