თავდაცვის მინისტრმა 2013 წელს სხელფასო დანამატის სახით მინისტრებს შორის ყველაზე სოლიდური თანხა - 82 076 ლარი მიიღო. ინფორმაციას IDFI ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დადგენილი სახელფასო დანამატის (4435 ლარი) გარდა თავადაცვის მინისტრი ყოველთვიურად იღებს საკლასო ჩინის დანამატს (1239 ლარი), სტაჟის დანამატს (885 ლარი) და საიდუმლოს დანამატს (531 ლარი) , რაც ყოველთვიურად სახელფასო დანამატის სახით სულ შეადგენს 6 900 ლარს“, - ნათქვამია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ალასანიას შემდეგ პრემიებისა და სახელფასო დანამატის სახით ყველაზე მაღალი ანაზღაურება – 50 885 ლარი აქვს მიღებული პაატა
ზაქარეიშვილს, მესამე ადგილი კი ამ კუთხით – 50 045 ლარის სახით გურამ ოდიშარიას უკავია.
გარდა ამისა, ალექსი პეტრიაშვილმა მიიღო 49 267 ლარი, ხათუნა გოგალაძემ – 47 935 ლარი, დავით ნარმანიამ, სოზარ სუბარმა, დავით დარახველიძემ, თეა წულუკიანმა, კახა კალაძემ და ლევან ყიფიანმა 47 685 – 47 685 ლარი, მაია ფანჯიკიძემ 43 350 ლარი, შალვა ფიფიამ 42 525 ლარი, თამარ სანიკიძემ კი 25 035 ლარი.

მასალის გამოყენების პირობები






