"ლალი მოროშკინას დარბაისელის თანამდებობის ხელში ჩაგდება სურს"
პოლიტიკა - 16:48, 16 May, 2014     2183

იურისტთა საერთაშორისო სახლი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ დაწყებულ კამპანიას ეხმაურება.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ლალი მოროშკინა, და უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების დაპარტამენტის თავმჯდომარის დიმიტრი დარბაისელის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შექმნას ცდილობენ.

"მიგვაჩნია, რომ ნაციანალური მოძრაობა, ლალი მოროშკინა და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შეთანხმებულად მოქმედებენ, რათა საზოგადოებაში შექმნან უარყოფითი დამოკიდებულება დაპარტამენტის თავმჯდომარის დიმიტრი დარბაისელის მიმართ. ეს ყველაფერი ემსახურება დიმიტრი დარბაისელის დისკრედიტაციას. ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო ეგრეთწოდებული შავი პიარ კამპანია დეპარტამენტის თავმჯდომარის მიმართ. რაც შეეხება ხელფასების საკითხს, მას შემდეგ ლალი მოროშკინა აკეთებს უკვე ამაზე განცხადებას და აცხადებს რომ მინისტრს ვერ პოულობს, მინისტრი ზეწოლას განიცდის, ასევე მზად არის, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალება შეასრულოს, აქ ნათელია უკვე ყველაფერი, მოროშკინას უნდა დარბაისელის თანამდებობა ხელში ჩაიგდოს ცილისწამებლური მეთოდებით, თუ მოროშკინას განვლი გზას შევხედავთ ესეთ ქმედბა მისთვის უცხო არ არის ის მსგავსი მეთოდებით ცდილობდა და იღებდა სხვა და სხვა თანამდებობებს. რაც შეეხება დეპარტამენტში განვითარებულ საკადრო ცვლილებებს როგორც ჩანს ეს მტკივნეული აღმოჩნდა გარკვეული პოლიტუკური წრისათვის, ჩვენი ინფორმაციით დარბაისელმა სწორედ ის თანამშრომლები გაანთავისუფლა დეპარტამენტიდან ვინც პატიმრების მიმართა არაადამიანური მომპყრობით იყვენ დაკავებული და ზოგიერთი მათგანი ასრულებდა სხვა და სხვა პოლიტიკური ძალის დაკვეთებს. ასევე გავს ინფორმაცია, დღესაც მიმდინარეობს რეფორმა რათა პატიმრებმა თავი სისტემაში მაქსიმალურად დაცულად იგრძნონ და არ მოხდეს მათი უფლებების დარღევა და არაადამიანური მოპყრობა. რაც შეეხება უჩა ნანუაშვილის განცხადებას ვფიქრობთ ესეც ამ დაწყებული შავი პიარ კამპანიის ერთერთი რგოლია რადგან მისი განცახდებით ნათელია რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ მისცეს მათზე დაკისრებული უფლებების განხორციელების უფლება აპრილის თვეში, აქ არის ლოგიგური კითხვა, რატომ აპრილის თვეში მეორე დღეს არ მოითხოვა სახალხო დამცველმა აღნიშნულ დარევაზე რეაგირება. ყოველივე აქედან გამომდინარე ჩვენი ორგანიზაცია ფიქრობს ეს ყველაფერი არის წინასწარ დაგეგმილი და დაწყებული კამპანია რადგან ვფიქრობთ ლალი მოროშკინა ყველანაირი მეთოდით ცდილობს მოიპოვოს დეპარტამენტის დავმჯდომარის თანამდებობა.

იურისტთა საერთაშორის სახლი მოვითხოვთ გაუქმდეს მონიტორინგის ჯგუფი რომელიც შექმნილია სახალხო დამცველის ბრძანებით, შეიქმნას ახალი მონიტორინგის საბჭო, რომელიც ეფექტურად იმუშავებს სასჯელარსრულების სისტემაში და საზოგადოებას ყოველდღიურდ მიაწოდებს ინფორმაცის სისტემაში პატიმართა მდგომარეობის შესახებ.

აქვე მინდა ავღნიშნო, ჩვენი ორგანიზაცია, მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან, მზად ვართ შევხვდეთ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და პირადად გავერკვიოთ შექმნილ მდგომარეობაში რათა საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური სიმართლე", - ნათქვამია იურისტთა საერთაშორის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42