ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა 2 000 ლარით დააჯარიმონ
პოლიტიკა - 15:48, 16 May, 2014     2962

საქართველოს პრემირმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა 2 ათასი ლარით დააჯარიმონ. ამის შესახებ ინფორმაციას არასაპარლამენტო ოპოზიცია ავრცელებს.

დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" საჩივარი განიხილა. საკითხი შეეხებოდა 22 აპრილს მთავრობის კანცელარიაში გამართულ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს სხდომას, სადაც მმართველი პარტიის წევრები და მთავრობის მეთაური ღარიბაშვილი საარჩევნო საკითხებს, სავარაუდო კანდიდატებს და პარტიულ სიას განიხილავდნენ.

კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული შენობა (ამ შემთხვევაში მთავრობის კანცელარია) არ შეიძლება გამოყნებული იყოს ერთი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის.

"არასაპარლამენტო ოპოზიციამ" ცესკო-ში პრემიერ-მინისტრის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერ გამოყენება გაასაჩივრა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" საჩივარი დააკმაყოფილა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერის გადაწყვეტილება მიიღო.

"ეს არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც ცესკო ადასტურებს, რომ მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირი კანონდარღვევით აწარმოებს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას და იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. იმედი გვაქვს, ცესკოს გადაწყვეტილების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს ეცოდინება სად არის მისი პარტიის ოფისი და სად - მთავრობის კანცელარია", - აცხადებს "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წარმომადგენელი ცესკო-ში თენგიზ ომანიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42