ირაკლი ღარიბაშვილი - მე მჯერა ჩვენი ახალგაზრდების, მე მჯერა თქვენი!
პოლიტიკა - 12:54, 16 May, 2014     1604

პრემიერ-მინისტრმა "შერატონ მეტეხი პალასში" სტუდენტთა ზაფხულისა და ზამთრის სკოლების შედეგების შემაჯამებელ კონფერენცია გამართა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

როგორც პრემიერმა განაცხადა, მთავრობის მიერ დაწყებული პროექტები სწორედ საგანმანათლებლო სისტემის ევროპულ მოდელებთან დაახლოებას უწყობს ხელს.

"ასეთი პროგრამები სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ საერთაშორისო კვლევებში და ჩამოაყალიბონ პროფესიული ქსელი. მე ძალიან მახარებს, რომ ზაფხულისა და ზამთრის სკოლებში მონაწილეობით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მოისმინოთ უცხოელი პროფესორების ლექცია-სემინარები და ასევე გაეცნოთ სხვადასხვა დარგში არსებულ უცხო ქვეყნების გამოცდილებას. ამასთან ერთად დაამყაროთ საჭირო კონტაქტები მომავალი თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ზაფხულისა და ზამთრის სკოლები ხელს შეუწყობს თქვენი კვალიფიკაციის ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას. ეს პროექტი რეგიონალურ თანამშრომლობას, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობასა და ახალგაზრდების დაახლოებას ითვალისწინებს, და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ პროგრამას შარშან ჩაუყარა საფუძველი. იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება, და ამ და სხვა საინტერესო პროგრამებით ხელი შეეწყობა განათლების ხარისხის ამაღლებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასეთი პროგრამები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საერთო-ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების გზაზე.

"ამ პროცესში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ უნივერსიტეტებს, განსაკუთრებით კი მათ ხელმძღვანელებს - რექტორებს, რადგან სწორედ ისინი უნდა იყვნენ სტუდენტებისთვის სასარგებლო პროექტების ინიციატორი და გარანტია იმისა, რომ მათ ხარიხიანი განათლება მიიღონ. ასეთი პროგრამები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საერთო-ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების გზაზე. როგორც იცით, 27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, და ამით, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე გახდება საერთო-ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში. სწორედ ამიტომაც არის განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამაზე მეტყველებს ჩვენ მიერ დაარსებული განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომლის პრეზენტაციაც გუშინ გავმართეთ და რომელიც დაეხმარება ჩვენს ახალგაზრდებს საერთაშორისო სტანდატების შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღებაში", - აღნიშნა პრემიერმა.

მისი განმარტებით, მთავრობა ძალას არ იშურებს იმისათვის, რომ ახალგაზრდებს განათლების მისაღებად ყველა პირობა შეუქმნას.

"ჩვენი მთავრობა ძალას არ იშურებს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ყველა პირობა შევუქმნათ მათ განვითარებისთვის და ცოდნის რეალიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ გაიზიარებთ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი სამშობლოს მომავლის შენებას სჭირდება. მე მჯერა ჩვენი ახალგაზრდების, მე მჯერა თქვენი! წარმატებებს გისურვებთ ყველას", - მიმართა ღარიბაშვილმა ახალგაზრდებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42