საქართველოს თავდაცვის მინისტრი სასჯელასღსრულების სამინისტროს თანამშრომელზე გაცემულ მაღალ პრემიებს ეხმაურება. როგორც ირაკლი ალასანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „იდეალური სიტუაცია არსად არ არის და ნაკლოვანებები, რომელიც იქნება აუცილებლად გამოსწორდება“.
"მე მგონი, მთელმა საქართველომ დაინახა, როგორ შეიცვალა ვითარება ჩვენს საპატიმროებში. ეს არის პირადად ბატონი სუბარის დამსახურება. ეს იყო ეგზეკუციის ინსტიტუტი, ციხე, კარგად გვახსოვს რა ხდებოდა იქ. ახლა პატიმრების უფლებები როგორ არის დაცული ესეც კარგად ნახა როგორც საქართველოს მოსახლეობამ, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ციხე სამართავად რთული ინსტიტუტიციაა. როგორც ვიცით იქ არის ახალი გუნდი მისული, რომელმაც მოახერხა და სტაბილური ვითარება შექმნა და მე მგონია, რომ სოზარი სწორ გზაზე დგას. იდეალური სიტუაცია არსად არ არის და რაღაც ნაკლოვანებები, რომელიც იქნება გამოსწორდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






