შიხიაშვილი - "ნაციონალებს" ეკლესიის დახმარება წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვაში ერევათ
პოლიტიკა - 11:32, 16 May, 2014     631

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს. დღეს გაკეთებული განცხადებით, შიხიაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის იმ ბრალდებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც თბილისის საკრებულომ თითქოს ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით ბიუჯეტიდან თანხა გამოყო:

„მიხეილ მაჭავარიანის მიერ რამდენიმე სახელმწიფო უწყებისათვის, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწერილი გაუგებარი საჩივარი, რომლითაც ის საკრებულოს წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვაში ადანაშაულებს.

კერძოდ საუბარია იმაზე, რომ საკრებულომ 14 აპრილს ეკლესია-მონასტრებისათვის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის გამოყო თანხები ბიუჯეტში და თითქოს ეს არის მოსახლეობის მოსყიდვა.

მსურს განვუმარტო საზოგადოებას, რომ საკრებულო თანხებს არ განკარგავს. ეს მერიის პრეროგატივაა, თბილისის საკრებულომ, რომელმაც ბიუჯეტი ახალი რეგულაციებით არა 14 აპრილს, არამედ 7 მარტს დაამტკიცა, კეთილმოწყობის მუხლში, თბილისის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრებისათვის დასახმარებელი თანხაც გაითვალისწინა.

იმისათვის, რომ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას და მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას მანიპულირების საშუალება არ მისცემოდა, საკრებულოს ბიურომ მერიას რეკომენდაციის სახით შესთავაზა ბიუჯეტში უკვე არსებული ფულადი სახსრების სამართლიანი განაწილების წესი ტაძრების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, მაქსიმალური ზღვრული ოდენობით 10 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულოს ბიუროს წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მათ შორის ნაციონალური მძრაობის წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი, ამის მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ცდილობენ, მისთვის ჩვეული, ბინძური პიარ-კამპანიის აგორებას და ამ თემის პოლემიკის საგნად ქცევას.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავი მებრძოლ ათეისტად, ლიდერები მიხეილ მაჭავარიანის მეთაურობით, ერთმანეთში შეგნებულად ურევენ ეკლესიის დახმარებას წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვაში“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42