როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, საქართველომ რუსეთთან დაძაბულობის შესამცირებლად თავისი წილი გაიღო.
„მესმის, რომ არის წუხილი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით, მსურს მივულოცო საქართველოს და მის საზოგადოებას ეს ისტორიული ნაბიჯი, ივნისის 27-ში მოხდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ეს იქნება ისტორიული მიღწევა. წუხილი რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით არის ვალიდური, მაგრამ როგორც ვიცი კარასინმა განუცხადა აბაშიძეს, რომ რუსეთი არ აპირებს ნეგატიური პოზიციის დაკავებას. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს ის მიმართულება, რომელიც ქვეყნის თავისუფლებას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
საქართველომ რუსეთთან თავისი წილი გააკეთა დაძაბულობის შესამცირებლად.
ქართველები მეუბნებიან, რომ გზა ევროპისკენ შეუქცევადია და მე მათი მჯერა.
ჩვენი ყურადღება ამჟამად არის ორიენტირებული დეესკალაციაზე და არა ესკალაციაზე სამხედრო ან სხვა მხრივ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ რუსეთის ქცევამ გამოიწვია ის, რომ აფიქრებინებს ყველა პასუხისმგებლობით სავსე ლიდერს მოემზადოს ნებისმიერი სცენარისთვის. რაც შეეხება მაპის მიღებას, ამ კითხვას დღეს პასუხს ვერ გავცემთ“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები






