უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. სააკაშვილი დნეპროპეტროვსკში უკრაინის ერთიანობის მომხრეთა მიერ აღმართულ ბარიკადებთან გამაგრებულ ბლოკპოსტებთან მივიდა და პრესკონფერენცია გამართა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდა და სიტყვით გამოვიდა.
„სახეზეა რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრა, იმიტომ, რომ რუსული სპეცრაზმები თავს ესხმიან უკრაინულ სამხედრო კოლონებს, კლავენ ყოველდღე ჯარისკაცებს, ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ 2008-ში და სხვა წლებში, ამიტომ ჩვენთვის ამ გამოცდილების გაზიარება ამ ხალხისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ისინი გადარჩნენ, მსურს მადლობა გადავუხადო აქ მცხოვრებ ქართველებს იმისთვის, რომ აქტიურად დაუდგნენ მხარში უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






