ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ სტამბოლში, სამედიცინო დაწესებულებაში მედდამ გაქურდა:
„არც მეტი არც ნაკლები ქალაქ სტამბულში ცნობილი და სახელგანთქმული აჩიბადემის კლინიკაში, სადაც მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდან მილიონობით ადამიანი ჩადის გამოკლვევებზე და სამკურნალოდ, მომსახურე პერსონალმა გამქურდა, ჩემმა მეგობარმა საკუთარი თვალით დაინახა მედდის ხელი ჩემს ჩანთაში, დაიკარგა ფული, რომელიც უნდა გადამეხადა გამოკვლევებში!!! ამ დროს მე ვიწექი აპარატის ქვეშ, გვერდზე ოთახში კი მქურდავდნენ :(((( 5 საათის განმავლობაში სრულიად კლინიკის პერსონალი მაბავდა, რომ არ ამეტეხა საერთაშორისო სკანდალი, ვერ დაამტკიცებო- ამ მოტივით. მე არ ვიყავი მარტო, ვიყავი 5 ადამიანთან ერთად რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და მათ გავუწიე ანგარიში და პირველივე რეისით დავბრუნდი საქართველოში, რასაც ეხლა ძალიან ვნანობ!!! უნდა მომეწყო მართლა სკანდალი ფულის გამო არა, ამდენს რომ ბედავენ აი ამის გამო!!!! საქართველოს საკონსულომ სტამბულში უბრალოდ დაურეკა კლინიკის ხელმძღვანელობას და საქმის გარკვევა მოთხოვა, თუმცა შედეგი ნოლი!!! :(((„, - წერს ნიკოლაიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






