მომავალი არჩევნებისთის „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად უფრო ძლიერია, აღნიშნუული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ წალენჯიხაში გააკეთა.
როგორც გამგებლობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე დავით ბაქრაძემ, განაცხადა, პარტიამ წინა რთული არჩევნები წარმატებულად გადალახა.
„ამდენი წელია, პოლიტიკაში ვარ და ისეთი რთული არჩევნები, როგორიც გასული წლის საპრეზიდენტო იყო, არ მახსოვს. გადარჩენის ზღვარზე ვიდექით, თუმცა, ღირსეულად ვიარეთ და წაგებითაც ღირსეულად წავაგეთ. ამ არჩევნებზე კი ბევრად უფრო ძლიერები ვართ - შეადარეთ მაშინდელი და ეხლანდელი განწყობა, დამოკიდებულება, ბრძოლის ჟინი - საკმაოდ დიდი განსხვავებაა, ბევრად უკეთეს პირობებში ვიწყებთ ბრძოლას და დღეს ჩვენი ამოცანა არა გადარჩენისთვის, არამედ გამარჯვებისთვის ბრძოლაა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






